Zurich Insurance Group-ის შემდეგ „Nord Stream 2“-თან თანამშრომლობა Munich Re-მაც შეაჩერა

სადაზღვევო კომპანიამ Munich Re Syndicate Ltd. პროექტთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ თანამშრომლობა შეწყვიტა.

როგორც კომპანიაში Munchener Ruckversicherungs-Gesellschaft აცხადებენ, მათმა შვილობილმა კომპანიამ Munich Re Syndicate Ltd. ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტთან“. „თუმცა, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ჩვენ როგორც წესი არ ვაკეთებთ კომენტარებს ცალკეულ კონტრაქტებზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იანვარში ცნობილი გახდა, რომ სადაზღვეო კომპანიამ Zurich Insurance Group AG შეწყვიტა მომსახურების გაწევა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობის დაზღვევის მიმართულებით. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესება.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის წინ შეჩერდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტში სასანქციო ჩამონათვალში შეიყვანეს ის ხომალდები, რომლებიც მონაწილეობდნენ გაზსადენის მშენებლობაში ბალტიის ზღვის ფსკერზე. მაშინ პირველი კომპანია, რომელმაც უარი თქვა პროექტის სამუშაოების გაგრძელებაზე, იყო შვეიცარული Allseas. ახალ სამხედრო ბიუჯეტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით იქნა მიღებული, შესულია დამატებითი სანქციები ამ პროექტის მიმართ. ის მმართულია ასევე სადაზღვეო კომპანიების და ხომალდების მომსახურების კომპანიების მიმართაც, რომლებიც ასრულებენ გეოდეზიურ და სხვა ტიპის სამუშაოებს. სანქციების ქვეშ ექცევიან კომპანიებიც, რომლებიც ახორციელებენ ტესტირებას და პროექტის სერტიფიცირებას, რომლის გარეშეც ის ექსპლუატაციაში ვერ შევა.

ამის შემდეგ რუსულმა მხარემ საკუთარი ძალებით ითავა პროექტის დასრულება. ამ დრომდე პროექტის 90%-ია აშენებული.

კოკა კვირკველია