როდიდან და რა შეზღუდვები მოიხსნება - ახალი გადაწყვეტილებები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა ეკონომიკის გახსნაზე.

გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როდიდან და რა შეზღუდვა მოიხსნება:

25 თებერვლიდან ანუ ხვალიდან

  • გაიხსნება სამთო კურორტებზე სასტუმროები;
  • ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

8 მარტიდან:

  • სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები;
  • ბათუმის გარდა, ყველგან რესტორნები შიდა სივრცეებში დაიწყებს ფუნქციონირებას;
  • სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც აღადგენენ მუშაობას;

1-ლი მარტიდან:

  • ბათუმში რესტორნებში შიდა სივრცეები გაიხსნება;
  • კონფერენციები და ტრენინგები განახლდება
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც კერძო, ისე საჯარო განაახლებენ მუშაობას;
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურად ჩატარება მოხდება;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები აღადგენენ ფუნქციონირებას;

15 მარტიდან:

  • სპორტული დარბაზები განაახლებენ ფუნქციონირებას;
  • სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება;
  • თეატრები და სპორტული კლუბები რეპეტიციების აღგდენას შეძლებენ;

1-ლი აპრილიდან

  • თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით გახდება შესაძლებელი.

თაია არდოტელი