პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა ეკონომიკის გახსნაზე.
გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როდიდან და რა შეზღუდვა მოიხსნება:
25 თებერვლიდან ანუ ხვალიდან
- გაიხსნება სამთო კურორტებზე სასტუმროები;
- ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
8 მარტიდან:
- სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები;
- ბათუმის გარდა, ყველგან რესტორნები შიდა სივრცეებში დაიწყებს ფუნქციონირებას;
- სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც აღადგენენ მუშაობას;
1-ლი მარტიდან:
- ბათუმში რესტორნებში შიდა სივრცეები გაიხსნება;
- კონფერენციები და ტრენინგები განახლდება
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც კერძო, ისე საჯარო განაახლებენ მუშაობას;
- უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურად ჩატარება მოხდება;
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები აღადგენენ ფუნქციონირებას;
15 მარტიდან:
- სპორტული დარბაზები განაახლებენ ფუნქციონირებას;
- სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება;
- თეატრები და სპორტული კლუბები რეპეტიციების აღგდენას შეძლებენ;
1-ლი აპრილიდან
- თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით გახდება შესაძლებელი.