15 მარტიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული-ლაბორატორიის საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.