ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შაბათ-კვირას ვაჭრობის დაშვება როგორც სავაჭრო სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის და ეკონომიკის სფეროსთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„8 მარტიდან შაბათ-კვირას ვაჭრობის დაშვება არასასურსათო, საცალო ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სავაჭრო სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ, რომ შეზღუდვა, რომელიც შაბათ-კვირასაა, ამცირებს შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა აუცილებელი საქონელი შეიძინონ. ასევე ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რადგან საცალო, არასასურსათო ვაჭრობა გადასახადების გადამხდელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა“,- განაცხადა თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, „კერძო ბაღების ინდუსტრია საკმაოდ დაიჩაგრა“.
„საკმაოდ დიდი რისკები იყო და ჩვენი სიფრთხილეც გასაგები იყო, რადგან საქმე ბავშვებს ეხებათ. ახლა მათი გახსნაც ხდება“,- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან როგორც კერძო, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამასთან, სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ.