ამირან გამყრელიძე - „ბრიტანული შტამის“ 3 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით მუტირებული შტამია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.

„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი", -აცხადებს ამირან განყრელიძე.