ხმოვანმა სოციალურმა ქსელმა Clubhouse დაიწყო მუშაობა აპლიკაციაზე, რომელიც ასევე იმუშავებს საოპერაციო სისტემაზე Android. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.
აღნიშნულ დასკვნას ტელეკომპანია აკეთებს Twitter-ში ამ აპლიკაციის შემქმნელის მოპევა ოგუნდიპეს ტვიტზე დაყრდნობით.
„დღეს იყო ჩემი პირველი დღე Clubhouse-ში. თუ მე მიცნობთ, თქვენ ალბათ, გეცოდინებათ ჩემი დამოკიდებულება აპლიკაციაზე მხოლოდ iOS სისტემისთვის. ამიტომ მე მოხარული ვარ შევუერთდე გუნდს, რათა ეს „წვეულება“ გადავიტანოთ Android-ზე“ - წერს ის.
Clubhouse - ეს არის სოციალური ქსელის ახალი ტიპი, რომელიც ხმოვან კავშირზეა დამყარებული. იქ არ ჩანს ჩვეულებრივი ტექსტური პოსტები და არის სპეციალური „ოთახები“, სადაც გამოდიან სპიკერები. ამ ქსელში ჩართვა მომხმარებლებს მხოლოდ მოსაწვევით შეუძლიათ. ამ მომენტისთვის აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ საოპერაციო სისტემაზე Ios.