1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3198 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3169 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0355 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0294 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 შეადგინა.