Hyundai-მ მსოფლიო ბაზრებიდან 81 700 ელექტრომობილი უკან გაიწვია

სამხრეთ კორეული კორპორაცია Hyundai, მსოფლიოს მასშტაბით 81,700 ელექტრომობილს უკან იწვევს. მიზეზი ელემენტების შესაძლო აალებაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Hyundai გეგმავს ელემენტების მართვის სისტემის შეცვლას 75 680 მოდელში Kona, 5 716 მოდელში Ioniq და 305 ელექტრობუსში. მათ შორის 26,7 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა კორეაში. იქ გაწვევის კამპანია მარტში დაიწყება, დანარჩენ მსოფლიოში კი აპრილიდან.

ელემენტები დამზადებულია კომპანია LG-ის მიერ. ადგილობრივად უსაფრთხოების სამსახურმა ჩათვალა, რომ აალების ალბათობა დაკავშირებულია ელემენტების მართვის სისტემაში გაუმართაობასთან სწრაფი დატენვის დროს. ავტომობილების გაწვევა კომპანიას დაუჯდება 1 ტრილიონი ვონი (899 მლნ დოლარი). Hyundai გეგმავს ამ ხარჯების გაყოფას ელემენტების მწარმოებლებთან ერთად.

Yonhap აღნიშნავს, რომ გაწვევის კამპანიის გამოცხადებისთანავე Hyundai-ის აქციები 3,9%-ით გაუფასურდა, ხოლო მისი კუთვნილი Kia-ს აქციები 4,7%-ით.

ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბერში კომპანიამ უკვე ჩაატარა 77 ათასი ელექტრომობილის Kona-ს გაწვევის კამპანია, პროგრამულ უზურნველყოფაში დაშვებული შეცდომის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ბაზარზე ჩაშვებიდან (2018წ) დღემდე დაფიქსირებულია ელემენტების აალების 14 შემთხვევა.

კოკა კვირკველია