პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ავტომფლობელებისთვის სიახლეე დააანონსა. კერძოდ, საუბარია საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების განბაჟებაზე.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, 2020 წლის 1-ელ მაისამდე ქვეყანაში შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება 2021 წლის 1-ელ მარტამდე იყო გადავადებული. ახლა კი მთავრობის გადაწყვეტლებით, ამ ვადამ 1-ელ ივნისამდე გადაიწია.
პრემიერის ცნობით, ეს სიახლე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 ათას მფლობელს შეეხება და მათ ასევე ჩამოეწერებათ საურავებიც.