სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების საცხოვრებელი ფართია დატვირთული, ხოლო მე-3 ადგილზეა „ვითიბი ბანკი“ 1,634 მლრდ ლარით.
Top-5 ბანკი, სადაც სესხის სანაცვლოდ ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლია დატვირთული:
რაც შეეხება 2019 წელს, მაშინ სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 22,610 მილიარდი ლარის უძრავი ქონება იყო დატვირთული.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.