სი ძინპინი -  ჩინეთმა აბსოლუტური სიღარიბე სრულად დაამარცხა

ჩინეთმა გამარჯვება მოიპოვა აბსოლუტურ სიღარიბესთან ბრძოლაში. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყნის მიღწევებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, - წერს სააგენტო „სინჰუა“.

„ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ჩვენი ხალხის ძალისხმევით ქვეყანამ სრული გამარჯვება მოიპოვა აბსოლუტურ სიღარიბეზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, სოფლად მცხოვრებმა 98,99 მილიონმა ადამიანმა გადმოაბიჯა სიღარიბის ზღვარს. მისივე თქმით, ჩინეთმა სიღარიბესთან ბრძოლაში ბოლო წლებში 1,6 ტრილიონი იუანის (246 მლრდ აშშ დოლარი) ინვესტიცია ჩადო.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ჩინეთმა ბოლო 40 წელიწადში სიღარიბიდან თავი დააღწევინა 850 მილიონ ადამიანს.

კოკა კვირკველია