კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში მონაწილეობაზე უარი თქვეს

სააგენტო Reuters-მა გაავრცელა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც უარი განაცხადეს პროექტში „ჩრიდლოეთის ნაკადი 2“ მონაწილეობაზე. სააგენტოს მონაცემებით, ჩამონათვალი გაგზავნილია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარსადგენ ანგარიშში.

გამოცემის ინფორმაციით, სულ ჩამონათვალში მოხვდა 18 კომპანია. მათ შორის არის ფრანგული AXA Group და ამერიკული Baker Hughes.

გარდა ამ კომპანიებისა, სიაში მოხვდნენ გერმანული კონცერნები Bilfinger SE და Munich Re Syndicate, საერთაშორისო სასერტიფიკატო და მაკლასიფიცირებელი ორგანიზაცია Det Norske Veritas (DNV GL), შვეიცარული Zurich Insurance Group, ასევე: AEGIS Managing Agency, Arch Insurance, Aspen Managing Agency, Beazley Furlonge, Canopius Managing Agents, Chaucer Syndicates, Chubb Underwriting Agencies, Hiscox Syndicates, Markel Syndicate Management, MS Amlin Underwriting, Tokio Marine Kiln Syndicates და Travelers Syndicate Management.

როგორც მანამდე ამერიკული და გერმანული მედია წერდა, პროექტიდან უკვე გავიდა 18 ევროპული კომპანია, რომლებიც უფრთხიან ამერიკულ სანქციებს.

კოკა კვირკველია