კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი უნდა შეუწყოს მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებას. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა იზაბელ შნაბელმა სააგენტო LETA-სთან ინტერვიუში.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს კრიზისი, როგორც შესაძლებლობა სტრუქტურული ცვლილებებისთვის. მაგალითად, ჩვენ გავხდით მომსწრე ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „კორონავირუსის გავრცელების შეკავება ამ დროისთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი.
შნაბელმა იმედი გამოთქვა, რომ ამჟამინდელი შემზღუდავი ზომების გავლენა ეკონომიკაზე იქნება ნაკლებად სერიოზული, ვიდრე ის, თუ როგორი ჰქოდნა მას გავლენა პირველი ტალღის დროს, გასული წლის გაზაფხულზე.
„გარდა ამისა, არის ბევრი დადებითი ნიშანი. პირველ რიგში ახლა ჩვენ გვაქვს ვაქცინები. ვაქცინაცია მიდის ნელა, თუმცა სტაბილურად. გლობალური ეკონომიკური აღდგენა კი მიდის იმაზე სწრაფად, ვიდრე ველოდით“ - განაცხადა მან.
მისი პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა კრიზისამდელ მაჩვენებელს 2022 წლის მეორე ნახევრისთვის დაუბრუნდება.