1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3265 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3265 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0680 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0355 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0325 შეადგინა.