ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ჰოლანდიური კომპანიის, CPB-ს ინფორმაციით, მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა, კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა. წლის პირველ ნახევარში უკვე განეიტრალდა ის დანაკარგი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას პანდემიამ მიყენა.
კერძოდ, CPB-ს ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში, მსოფლიო ვაჭრობის ზრდამ 4 პროცენტს მიაღწია. ეს კი ნიშნავს, რომ 2020 წლის განმავლობაში, მსოფლიო ვაჭრობის ზრდამ 1.3 პროცენტი შეადგინა.
დეკემბერში ვაჭრობის მოცულობა, წინა თვისაზე 0.6 პროცენტით მეტი იყო. ვაჭრობის ზრდას დიდწილად განაპირობებს განვითარებული ეკონომიკებიდან, როგორიცაა შეერთებული შტატები, ექსპორტის ზრდა და განვითარებადი ეკონომიკებიდან იმპორტის ზრდა.
გასული წლის ბოლო თვეს, მსოფლიო სამრეწველო წარმოება 1.3 პროცენტით გაიზარდა, რამაც ეს სექტორი 2020 წლის დასაწყისის დონეზე აიყვანა.
CPB-ს მსოფლიო ვაჭრობის ანგარიში, ევროპის კომისიის სახელით, ყოველთვე ქვეყნდება. ამ ანგარიშს ყოველთვის ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც მისი გამოყენებით, მსოფლიო ვაჭრობის ნაკადებს აკონტროლებს.