ევროკავშირში ჩატანილი Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ყოველი ხუთი დოზიდან ოთხი ჯერჯერობით გამოყენებული არ არის, - ამის შესახებ The Guardian-ი საკუთარი კვლევის საფუძველზე იუწყება. გამოცემის ცნობით, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრიდან და სხვა ოფიციალური წყაროებიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, დადგენილია, რომ 27 წევრ სახელმწიფოში გადანაწილებული 6,134,707 დოზიდან 4 849 752 ჯერჯერობით გამოყენებული არ არის.
The Guardian-ი წერს, რომ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და იტალიის ხელისუფლებების გადაწყვეტილება Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებში მისი შენელებული ტემპით გამოყენების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. რეკომენდაცია გამოიყენონ Oxford / AstraZeneca ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი ნელი ადმინისტრირებისთვის. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთებაზე ბევრმა ადამიანმა ცუდი რეკლამის გამო თქვა უარი.
”ამჟამად AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით მიმღებლობის პრობლემაა. AstraZeneca არის საიმედო ვაქცინა, ეფექტური და უსაფრთხო, დამტკიცებულია მედიკამენტების ევროპული სააგენტოს მიერ და რეკომენდებულია გერმანიაში 65 წლის ასაკამდე პირებისთვის. ყველა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამ ვაქცინის ნდობა შეიძლება“, - აღნიშნა მერკელმა.
კითხვაზე, გაიკეთებდა თუ არა ის AstraZeneca-ს ვაქცინას, მერკელმა უპასუხა, რომ 66 წლის არის და არ განეკუთვნება იმ ასაკობრივ ჯგუფს, რომლისთვისაც ვაქცინის მიღება რეკომენდირებულია.