Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3245 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3245 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3273 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3265 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0680 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.