საქართველოში მართვის მოწმობა ყოველ მე-3 ადამიანს აქვს - რამდენია აქედან ქალი მძღოლი

საქართველოში მართვის მოწმობა თითქმის ყოველ მესამე ადამიანს აქვს.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 351 028 მოქმედი მართვის მოწმობაა, შესაბამისად, მოსახლეობის 36,3% მძღოლია. (საქართველოში სულ 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს - საქსტატი).

ამავე სტატისტიკის მიხედვით, იმ 1 351 028 ადამიანიდან, ვისაც ქვეყანაში მართვის მოწმობა აქვს, მხოლოდ 25%-ია ქალი. ანუ, მართვის მოწმობა დღეს 338 436 ქალს აქვს.

რაც შეეხება 2020 წელს გაცემულ მართვის მოწმობებს, შარშან მძღოლი 42 229 ადამიანი გახდა, საიდანაც ქალი არის 18 528. შესაბამისად, გამოდის, რომ 2020 წელს მართვის მოწმობები 43,8% ქალ მძღოლებზე გაიცა.