ერთ წლამდე უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი 10,48 პუნქტით გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვარს შინამეურნეობებზე გაცემულ ერთ წლამდე მსგავს სესხებზე საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 22,96% შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც წინა თვეს - 12,48% იყო. აქ აღსანიშნავია ის, რომ ერთწლიანი ვადით გაცემულ სესხებში იპოთეკური კრედიტის წილი მცირეა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს ვადიანობის მიხედვით, ასე გამოიყურება: