რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.

ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიისკენ მსვლელობით მიემართებიან.

შეგახსენებთ, აქცია პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ აწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს.

დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.