ბაქო მთიანი ყარაბაღის საერთაშორიო აეროპორტის მშენებლობას იწყებს. ის იქნება ფიზულიში, რომელიც ირანის საზღვართან, ქალაქ შუშადან 62 კილომეტრში მდებარეობს.
როგორც გამოცემა ТАСС იუწყება, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აეროპორტის ექპლუატაციაში გაშვებას მიმდინარე წლის შემოდგომიდან გეგმავს. მისივე ინფორმაცით, ახალი აეროპორტის საფრენი ბილიკი ყველა ტიპის თვითმფრინავს მიიღებს.
”რაც შეეხება ფიზულის აეროპორტს, სამუშაოები უკვე დაწყებულია. ნაღმების გაწმენდასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ჩვენ უსწრაფესად დავიწყეთ, რადგან უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ტერიტორიის გასუფთავება. ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება. აეროპორტი ექსპლუატაციაში ოპერატიულ ვადებში შევა... გვინდა, რომ ეს იყოს შემოდგომის დასაწყისი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ამ წლის შემოდგომის დასაწყისში აეროპორტი უკვე ამოქმედდება ”, - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, აეროპორტი გამოიყენება როგორც ყარაბაღის ტერიტორიების აღსადგენად, ასევე მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეების ქალაქ შუშაში გადასაადგილებლად. გარდა ამისა, აეროპორტთან ერთად აშენდება ორი ავტომაგისტრალიც.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების ნაწილი აზერბაიჯანს 2020 წლის შემოდგომაზე, სამხედრო შეტაკებების შემდგომ, სომხეთთან და რუსეთთან დადებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაეცა. ეს კი, ასევე გულისხმობს სომხური ჯარებისა და რუსეთის სამშვიდობო მისიის გაყვანას.