თბილისში, კერძოდ, ვაკეში იყიდება პენტჰაუსი, რომლის ღირებულება 5 223 000 ლარს (1 570 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინის ფართობი 480 კვ.მ-ია. ამასთან, 14 სართულიანი შენობის მე-13 სართულზე მდებარეობს.
ბინას აქვს 7 ოთახი, 90 კვ.მ. ფართობის ვერანდა, 6 სველი წერტილი და ავტოფარეხი. პენტჰაუსი 24-საათიანი დაცვის რეჟიმზეა.