რუსეთში ზეთის მწარმოებელი კომპანიები მზად არიან შეინარჩუნონ არსებული ფასი ლიტრზე 95 რუბლის ოდენობით აგვისტოს ბოლომდე. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ზეთისა და ცხიმების მწარმოებელთა კავშირის აღმასრულებელ დირექტორზე დაყრდნობით წერს. მიხაილ მალცევის თქმით, ფასის ეს ნიშნული უნდა შენარჩუნებულიყო შეთანხმების შედეგად აპრილამდე, თუმცა მოხდება მისი შენარჩუნება აგვისტოს ბოლომდე.
მალცევის თქმით, აღნიშნული ფასის შენარჩუნება მოხდება მომხმარებელთა კომფორტისთვის. ამასთან, დარგს ჯერ არ შეუფასებია საკუთარი დანაკარგები ამ ნაბიჯის შემთხვევაში. როგორც მალცევმა თქვა, ამის ალტერნატივად შეიძლება იქცეს საექსპორტო ბაჟი მზესუმზირის ზეთზე, რა დროსაც მომხმარებლები უფრო მეტად დაზარალდებიან.
გარდა ამისა, კომპანიები იმედოვნებენ, რომ სექტემბრისთვის მოხდება ფასის გადახედვა კლებისკენ. მწარმოებლები წელს კარგ მოსავალს ელოდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემს, ხელთ ჰქონდეთ იაფი ნედლეული.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ ჯერ არ დაუზუსტებიათ გეგმა, რომლითაც 1-ლი აპრილის შემდეგ ფასების სტაბილიზაციის კუთხით უნდა იმოქმედონ.
ცნობისათვის, რუსეთი საქართველოში ზეთის უმსხვილესი იმპორტიორია.