აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ (FAA) ამერიკული ავიაკომპანია Boeing-ი 6,6 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი - დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ამის შესახებ აღნიშნულია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში განმარტებულია, რომ Boeing გადაიხდის 5,4 მილიონს 2015 წელს დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, რომლის თანახმად კომპანიას უნდა გაეუმჯობესებინა და პრიორიტეტად ექცია მარეგულირებლის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.
„კიდევ ერთხელ ვახსენებთ Boeing-ის ხელმძღვანელობას, გახადოს პრიორიტეტული ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. FAA მუდამ დააყენებს უსაფრთხოებას პირველ ადგილზე გადაწყვეტილებების მიღებისას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, Boeing თანახმაა გადაიხადოს 1,21 მლნ დოლარის ჯარიმა ორი პრეტენზიის დარეგულირებისთვის, რომელზეც მარეგულირებელს ჯერ არ გამოუტანია საბოლოო განაჩენი.
აქვე შეგახსენებთ, რომ იანვარში Boeing-მა განაცხადა, რომ გადაიხდიდა 2,5 მილიარდ დოლარს 737 MAX-ის თვითმფრინავების საქმეზე. მაშინ კომპანიამ აღიარა, რომ ორმა მისმა თანამშრომელმა არ გადასცა სრული ინფორმაცია ავიამარეგულირებელს უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.