2020 წლის ბოლო კვარტალში ჩინური ტექნიკური გიგანტის Huawei -ის ტელეფონების გაყიდვები 42% -ით შემცირდა. მას პანდემიის პერიოდში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და რამდენიმე ქვეყანამ სანქციები დაუწესა. Huawei-ს შეეზღუდა 5G ტექნოლოგიების დანერგვა აშშ-ში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. ამ ყველაფერმა კომპანიას ძლიერი ფინანსური ზარალი მიაყენა. სმარტფონების გაყიდვები 42%-ით შეუმცირდა. თუმცა, ხელმძღვანელობამ გამოსავალი სხვადასხვა მიმართულებების გავითარებაში იპოვა.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ტექიკური გიგანტი ღორების მეურნეობის ამუშავებას იწყებს. Huawei გეგმავს, რომ ღორების ფერმაში თავისი ტექნოლოგიის საშუალებით ინდუსტრიის მოდერნიზაცია მოახდინოს. იგეგმება ფერმების “რობოტიზაცია“, სადაც დანადგარები ადამიანური რესურსების დიდ ნაწილს ჩაანაცვლებენ. ამასთან, Huawei არ არის ერთადერთი ტექნიკური კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ინდუსტრიის ათვისება “ალიბაბამ“ უკვე დიდი ხანია რაც დაიწყო.
ამასთან, თებერვლის დასაწყისში Huawei- ის დამფუძნებელმა Ren Zhengfei- მ განაცხადა, რომ კომპანია გააკეთებს აქცენტს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაეხმარება სამთო მრეწველობას და სამთომოპოვებისთვის შექმნის ინოვაციურ ლაბორატორიას ჩინეთში, შანქსის პროვინციაში.
Tesla
ელონ მასკის მთავარ ბიზნეს წამოწყებას - ტესლას წარმატებული 2020 წელი ჰქონდა, რადგან ელექტრომობილების მიმართ ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით ზრდას განაგრძობს.
2021 წლის დასაწყისში Tesla-მ ყურადღება თავის საინვესტიციო პოლიტიკაზე გაამახვილა. მან შექმნა ე.წ. "სარეზერვო აქტივები“, აქტივებში არსებული ეს ფულადი თანხა Tesla– ს ყოველდღიურ მუშაობაში არ გამოიყენება. იანვრის თვეში Tesla -მ ბიტკოინში 1. 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, შედეგად კრიპტოვალუტის ფასი 44% -ით გაიზარდა და რეკორდული 44,220 აშშ დოლარი შეადგინა. ტესლამ ასევე მიუთითა, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს ბიტკოინს, როგორც გადახდის მეთოდს მისი პროდუქციისთვის.
SpaceX
ელონ მასკის კოსმოსურ კომპანია SpaceX- ს ასევე სურს იყოს ინტერნეტ პროვაიდერი. მისი სატელიტის შვილობილი კომპანია Starlink 2015 წელს შეიქმნა. პირველი თანამგზავრები 2018 წელს გაუშვეს და ამჟამად ორბიტაზე 800-ზე მეტია. 2021 წლისთვის კომპანია გლობალური დაფარვის უზრუნველყოფას გეგმავს. გასული წლის დეკემბერში SpaceX– ს 856 მილიონი აშშ დოლარის ოდეობის ფედერალური სუბსიდიები მიენიჭა.
2021 წელს შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებს შეუძლიათ Starlink სერვისით სარგებლობისთვის დარეგისტრირდნენ.
Siemens
თავისი ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და მატარებლებით ცნობილი Siemens მსოფლიოში ჯანდაცვის ტექნოლოგიის ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია. Siemens Healthineers, გერმანიის ჯანდაცვის განყოფილება აკეთებს ყველაფერს, თანამედროვე რენტგენის გენერატორებით დაწყებული - MRI აპარატებით დამთავრებული. კორონავირუსის პანდემიის დროს, კომპანია თანამშრომლობდა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან.
Toyota
მანქანებისა და მოტოციკლების ყველაზე ცნობად და გავლენიან მწარმოებელს Toyota– ს არასაავტომობილო ინტერესებიც აქვს. ეს არის განათლება. კომპანია ფლობს Toyota– ს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს იაპონიაში, რომელიც ფოკუსირებულია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე. მას აქვს ფილიალი ჩიკაგოში, სადაც კომპიუტერული მეცნიერების შესწავლას ეთმობა დრო. ამის გარდა, ავტომწარმოებელი ფლობს მრავალ ბიოტექნიკურ დამწყებ კომპანიას, წარმატებული რობოტიკის განყოფილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ კოსმოსური ფირმის Mitsubishi Aircraft Corporation- ის უმცირესობათა წილზე.