ფინურმა კომპანიამ Valio და ბრენდინგის სააგენტომ DDVB მდნარი ყველის ბრენდისთვის Viola ახალი დიზაინი წარმოადგინეს.
რებრენდინგის მთავარი მიზანი იყო „ბრენდს მოეზიდა ახალი კლიენტები, ისე რომ, ამავდროულად შეენარჩუნებინა ლოიალური კლიენტები“, - აცხადებენ კომპანიაში.
ახალ ლოგოში Valio-მ უარი თქვა ზედმეტ ელემენტებზე და მოირგო ახალი შრიფტი. „ჩვენ შევინარჩუნეთ Viola-ს საფირმო ხაზი: ქერათმიანი გოგონა და კაშკაშა წითელი ფერის შეფუთვა, თუმცა ამავდროულად შევუცვალეთ ხასიათი, ის უფრო მოდური გახდა, ენერგიული, რომელიც ეწერება დღევანდელი ყოფის რითმში“, - აცხადებენ DDVB-ში.
ამასთან, სახეცვლილი შეფუთვა დაეხმარება მყიდველს, უფრო სწრაფად და მარტივად გაარჩიოს ბრენდის პროდუქცია გემოების მიხედვით, ვინაიდან ყველა მათგანისთვის ცალკე ფერია მოფიქრებული.
ამ დროისთვის Viola-ს ასორტიმენტში 20-ზე მეტი პოზიციაა. ბრენდის პროდუქცია წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველა სუპერმარკეტში.