სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი მუშაობას დროებით წყვეტს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ისანი-სამგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, 1-ელი მარტიდან მუშაობას დროებით შეაჩერებს.

მათი განმარტებით, გადასახადის გადამხდელები თბილისში, სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ: გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრებით (კოსტავას გამზირი №68ა).

„ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს. აქვე გაცნობებთ, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2-299-299“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.