რა შემოსავალი აქვს „ბარამბოს“ და რა წილი მოდის ექსპორტზე

„ბარამბო“ საქართველოში შოკოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ბაზარზე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2018 წლისგან განსხვავებით, 2019 წელი „ბარამბომ“ ზარალით დაასრულა.

კერძოდ, კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის წლის სრული ზარალი - 1,074 მლნ ლარი იყო. მაშინ როცა 2018 წელს მისმა წლიურმა მოგებამ 2,150 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპანის მიერ საანგარიშო წელს მიღებული ამონაგები - 48,526 მლნ ლარი იყო. მათ შორის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი - 45,235 მლნ ლარი; საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი კი - 3,291 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას 2019 წლის მონაცემებით ის - 36,526 მლნ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება ხარჯებს, ყველაზე დიდი/ძირითადი წილი - 28,876 მლნ ლარი გამოყენებულ ნედლეულსა და მასალებზე მოდიოდა. დაქირავებულ პირთა გასამრჯელოების ხარჯმა კი წლიურად - 3,156 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2019 წლის ბოლოს კომპანიის საკუთრებაში იყო - 67,977 მლნ ლარის აქტივები.

ცნობისთვის, „ბარამბო“ 2009 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი საქმიანობა შოკოლადების, კარამელის კანფეტებისა და ნაყინის წარმოებაა. კომპანია ბითუმად მოვაჭრეა და ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიასთან.

თაია არდოტელი