ამერიკული მარეგულირებელი ორგანო „ჩრიდლოეთის ნაკადი 2“-ის პროექტიდან გასული კომპანიების საქმიანობას შეამოწმებს

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია აწარმოებს მოკვლევას ამერიკულ ნავთობსერვისის კომპანია Baker Hughes-ის მიერ მომსახურების გაწევაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვაშინგტონის მიერ არიან სანქცირებულები. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანიები ავრცელებენ.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, Baker Hughes-ის წარმომადგენლებმა ამ მოკლევის შესახებ უწყება გასული წლის დეკემბერში მიიღეს. ის ეხება „ჩანაწერებს და შიდა კონტროლის სისტემებს, რომლებიც კომპანიის პროდუქციის გაყიდვას და მომსახურების მოწოდებას ეხება იმ ქვეყნებისა თუ კომპანიებისთვის, რომლებსაც ამერიკული სანქციები ეხებათ“. თუმცა კონკრეტუალდ რომელ პროექტებზეა საუბრია, დოკუმენტში დაზუსტებული არ არის.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ კომპანია თანამშრომლობს კომისიასთან და აწვდის მას ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, ამას გარდა Baker Hughes-მა დაიწყო შიდა მოკვლევა, რომელიც ამერიკული სანქციების დაცვას ეხება. Baker Hughes-ში აცხადებენ, რომ ჯერ არ შეუძლიათ იმის პროგნოზირება, რა პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს გამოძიება და შიდა მოკვლევა, ასევე რა გავლენას იქიონიებს ეს ქმედებები კომპანიაზე.

კვირის დასაწყისში Reuters-მა გაავრცელა 18 კომპანიის ჩამონათვალი, რომლებმაც უარი თქვეს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ში“ მონაწილეობაზე. ამ ჩამონათვალში შედის ასევე Baker Hughes. სააგენტოს ცნობით, სია გადაგზავნილია ბაიდენის ადმინისტრაციაში.

კოკა კვირკველია