რეგულაციები, რომელიც დღეიდან იხსნება

დღეიდან რამდენიმე რეგულაცია მოიხსნება. კერძოდ:

  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;
  • ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;
  • იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც მოქალაქეებს საქართველოში საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლა შეეძლებათ, 6 ქვეყანა ემატება. ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.