დღეიდან დამსაქმებლებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა.
შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კომპანიებმა საკუთარი თანამშრომლების სამუშაო დრო ყოველთვიურად უნდა აღრიცხონ და დასაქმებულს გადაუგზავნონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა"სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე", ეს შეუძლებელია. შესაბამისი დოკუმენტი ჯანდაცვის მინისტრმა 12 თებერვალს დაამტკიცა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით უკვე განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ.