ვადაგადაცილებული სესხები 68.7 მლნ ლარით გაიზარდა

იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 68.7 მლნ ლარით გაიზარდა და 602.2 მლნ ლარს გაუტოლდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ იანვრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 55.5 პროცენტამდე გაიზარდა.

თაია არდოტელი