შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით, FINA-მ სამუშაო საათების აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა წარმოადგინა

დღეიდან, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დამსაქმებლები ვალდებულნი იქნებიან დასაქმებულის სამუშაო საათები აღრიცხონ.

კომპანია FINA-ს მიერ წარმოდგენილი ახალი პროდუქტი-WEEKSy სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე მორგებული პროგრამაა, სადაც თანამშრომლების დასწრების აღრიცხვა მარტივადაა შესაძლებელი.

WEEKSy პროგრამას აქვს მარტივი ინტერფეისი. დასწრების აღრიცხვა პროგრამული და აპარატურული მოწყობილობის დახმარებითაა შესაძლებელი. ამისთვის, თანამშრომელს სპეციალურად გამოყოფილ მოწყობილობაზე, (შესაძლებელია ეს იყოს ანდროიდ სისტემის მობილური ტელეფონიც) შეყავს საკუთარი უნიკალური კოდი, რომლითაც აფიქსირებს მოსვლას, შესვენებაზე გასვლას, დაბრუნებას და შემდეგ სახლში წასვლას. ეს ყველაფერი აისახება სისტემაში და ქმნის ერთიან სურათს ყოველი თანამშრომლის დასწრების შესახებ. WEEKSy მოსახერხებელია იმ კომპანიებისთვისაც, სადაც ხშირია ცვლებში მუშაობა, განრიგების შედგენა, ცვლილება და ა.შ. პასუხისმგებელ პირს შესაძლებლობა აქვს მარტივად შეადგინოს ამა თუ იმ გუნდის სამუშაო განრიგი, ცვლები, შეიტანოს ცვლილება დაგეგმილ დროში და მიიღოს შესრულებულ სამუშაოზე დასტური.

პროგრამა მოსახერხებელია მათთვისაც, ვინც ანაზღაურებას შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით გასცემს. რაც მთავარია, WEEKSy უზრუნველყოფს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის კანონმდებლობით მოთხოვნილ ფორმატში გენერაციას და მრავალმხრივი ანგარიშგებების წარმოებას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, რაც უშუალოდ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას პასუხობს, პროგრამას გააჩნია შემდეგი მოდულები:

ადამიანური რესურსების ადმინისტრირება

ამ ნაწილში მარტივადაა შესაძლებელი თანამშრომლების სამსახურში მიღება, გათავისუფლება, შვებულება, მივლინებისა და სხვა საჭირო დეტალების აღრიცხვა. ცნობების გენერაცია. თანამშრომლების პირადი სივრცის შექმნა, სრული ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრისა და მართვის საშუალება.

ინვენტარის კონტროლი

ინვენტარის მარტივი და ეფექტიანი აღრიცხვის მოდული, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელზე გადაცემული და დაბრუნებული ინვენტარის კონტროლს სერიული ნომრების მიხედვით.

ხელფასების ავტომატური დაანგარიშება

პლატფორმა საშუალებას იძლევა თვის ბოლოს, ავტომატურად გამოთვალოთ თანამშრომლის ფიქსირებული თუ საათობრივი ხელფასი დასწრების, შვებულებების, მივლინებების, პრემიებისა და სხვა დოკუმენტების გათვალისწინებით. დაზღვევა და სხვა დანამატის/დაქვითვის დაანგარიშება, საპენსიო, საშემოსავლო, შეღავათების მხარდაჭერა, ფიქსირებული თუ საათობრივი ხელფასის გამოთვლა და დავალებების მართვა.

მრავალფეროვანი ანგარიშგებები

პროგრამა საშუალებას იძლევა დააგენერიროთ კანონმდებლობით სავალდებულო შესავსები ფორმები, ისარგებლოთ ადმინისტრირების, დასწრების, დავალებების შესრულებისა და სხვა მრავალფეროვანი ანგარიშგებებით.

რაც მთავარია, აღნიშნული პროგრამის გამოყენება ყველა მიმართულების კომპანიისთვისაა შესაძლებელი, იქნება ეს კვების ობიექტი, ვაჭრობა, წარმოება, სამშენებლო კომპანია, სამედიცინო დაწესებულება, მომსახურების სფერო თუ სხვა. ამასთანავე, პროგრამა მოსახერხებელია დისტანციურად და ჰიბრიდული მოდელით მუშაობის შემთხვევაშიც.

პროგრამა კომპანია FINA-ს მიერაა შექმნილი, რომელმაც 10 წლის მანძილზე 3500+ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.

სიახლეებს გაეცანით ჩვენს Facebook გვერდზე.

(R)