შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო გამოავლინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 470 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. ხოლო საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.