საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის გარკვეულ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება.
“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „როუდ ქონსთრაქშენი“, იმერეთის და აჭარის რეგიონში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ10-კმ13 და კმ31 მონაკვეთებზე, აწარმოებს ცხოველების დამცავი ლითონის მესერის (ღობის) მოწყობის სამუშაოებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ზემოაღნიშნულ საავტომობილო გზაზე, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 28 თებერვალი. თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა ამ ვადაში და შესაბამისად, საჭიროა მისი გაგრძელება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.