საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში მაისში გაიხსნება.
„მაისში გაიხსნება იტალიური კოსმეტიკის ბრენდი. ჯამში, 3 მაღაზია. ეს იქნება "ისთ ფოინთში", "სითი მოლსა" და "თბილისი მოლში". რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ჯერ ისევ ვმუშაობთ“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.
აქამდე Kiko Milano-ს პროდუქცია საქართველოში, რამდენიმე გაყიდვის წერტილზე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა შეზღუდული ასორტიმენტით.
ცნობისთვის, Kiko Milano 1997 წელს, ბერგამოს პროვინციაში დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო პერკასია, ხოლო, ვიცე პრეზიდენტი მისი შვილი სტეფანო პერკასი. Kiko Milano მაღაზიების ქსელებით ამ დროისთვის 42 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
შეგახსნებთ, რომ „რეითეილ გრუპ ჯორჯიამ“ მოლებში უკვე გახსნა კიდევ ერთი ბრენდის - „მანგო მენ“ მეორე მაღაზიაც: „ერთი მაღაზია გვქონდა, ახლა გაიხსნა კიდევ ერთი. ბრენდი ხელმისაწვდომია როგორც „სითი მოლში“, ისე „თბილისი მოლში“.