გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 241 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.7 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 4.6 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი - 75 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 22%-ს შეადგენს. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 88.4 ვაქცინირებულს ნიშნავს.
ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, სადაც მოსახლეობის 56% აიცრა. მას გაერთიანებული სამეფო, აშშ, ჩილე, მაროკო და თურქეთი მოჰყვებიან.