ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდი გამო ფინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
Reuters-ის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა ფინეთის მთავრობას უფლებას მისცემს რესტორნები და სკოლები დროებით დახუროს, ასევე შეზღუდოს რეგიონებს შორის გადაადგილება.
ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში გაზაფხულსა და ზაფხულში კორონავირუსის ახალი ტალღა თავიდან აიცილონ, აღნიშნული შეზღუდვების შემოღება აუცილებელია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ფინეთში კორონავირუსის 58 064 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 742 ადამიანი ემსხვერპლა.