“თიბისი ბანკი“ დოლარში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთს ამცირებს.
კერძოდ, ცვლილება შეეხება „შემნახველ" და „ჩემი სეიფის" ანაბრებს. როგორ ბანკის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, საპროცენტო განაკვეთებზე ცვლილება 2021 წლის 1-ლი აპრილიდან განხორციელდება.
„მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ 2021 წლის 1 აპრილიდან, მცირდება საპროცენტო განაკვეთები არსებულ აშშ დოლარის „შემნახველ" ან/და „ჩემი სეიფის" ანაბრებზე.
შემნახველი ანაბარზე განახლებული საპროცენტო განაკვეთები იქნება:
- წლიური საპროცნტო განაკვეთი - 0,2%
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 0,07%-დან
ჩემი სეიფის ანაბარზე განახლებული საპროცენტო განაკვეთები იქნება:
- წლიური საპროცნტო განაკვეთი - 0,5%
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 0,02%-დან
„თიბისი კონცეპტის ნაკრების მფლობელებისთვის, მოქმედებს დამატებითი სარგებელი 0.25%“, - აღნიშნულია ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.