სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში!

საქართველოში პირველი პრემიუმკლასის ბიზნესცენტრი სითი თაუერი გაიხსნა! სითი თაუერი ვაჟა-ფშაველას N70-ში მდებარე 20-სართულიანი კომპლექსია, რომელშიც განთავსებულია პრემიუმკლასის საკონფერენციო დარბაზები სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეხვედრისთვის. ბიზნესცენტრის საოფისე სივრცე 11 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ცენტრი აღჭურვილია ღია და დახურული, ორდონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით.

მრავალფუნქციური შენობა სრულად აკმაყოფილებს, როგორც საერთაშორისო NFPA-ის სტანდარტს, ასევე საქართველოს მთავრობის N41 დადგენილების მოთხოვნებს.

sareklamo-shida-1614667018.jpg

sareklamo2-1614667060.jpg

sareklamo3-1614667089.jpg

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ენერგოეფექტური შენობის უსაფრთხოების სტანდარტები უმაღლეს დონეზეა დაცული. სივრცე აღჭურვილია ვენტილაციის, Daikin-ის გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძარქრობის ულტრათანამედროვე სისტემით. ცენტრში განთავსებულია Mitsubish-ის თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, ესკალატორები და ტრავილატორები.

ბიზნესცენტრის მოსაზღვრედ, ვაჟა-ფშაველას N70-ში მდებარეობს სავაჭრო ცენტრი სითი მოლი საბურთალო, რომელიც 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ენერგოეფექტური, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსია. ის ერთ სივრცეში აერთიანებს 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე ტანსაცმლის,

sareklamo4-1614667230.jpg

ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს; საქართველოში უდიდეს კინოთეატრს CaveaCinemas, ბოულინგის ცენტრს Ballroom-ს, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობ ცენტრს Magic City-ს, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდულ მაღაზიებს.

საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სავაჭრო და ბიზნესცენტრი სამუშაო, საშოპინგო, გასართობი, დასასვენებელი სივრცეების კომპლექსური შერწყმაა, რაც დამატებით კომფორტს უქმნის, როგორც ბიზნესცენტრის ვიზიტორებს, ასევე სავაჭრო ცენტრის მომხმარებელს.

sareklamo5-1614667288.jpg

ბიზნესცენტრის სტუმრებს შეუძლიათ ავტოსამრეცხაოს, ტანსაცმლის ქიმწმენდის და სხვა სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობა. მეტი კომფორტისთვის, მოლში განთავსებულია პრემიუმკლასის სილამაზის სალონი და სპორტული დარბაზები. აქ მრავლადაა როგორც ღია, ასევე დახურული პრემიუმკლასის რესტორნები და კაფეები, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება.

სითი მოლის ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი სითი გარდენი, რომელიც დამატებითი კომფორტის შემქმნელია, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე, სითი თაუერში დასაქმებულთათვის.

სითი თაუერსა და სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი პრიორიტეტულია.

თანამშრომელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სავაჭრო და ბიზნესცენტრში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დადგენილი რეკომენდაციები.

ბიზნესცენტრში საოფისე ფართის ქირაობა უკვე შესაძლებელია.

სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში!

(R)