„2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ“ - რა მოლოდინები აქვს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ 2021-ში

„2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ დღეს არსებული ვითარება სტაბილურად შენარჩუნდა, კომპანიისთვის 2021 წელი იქნება დაახლოებით, 15-20%-ით უფრო ნაკლები მოგებით, ვიდრე, 2019. თუმცა, როგორც რეზო მაღალაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური კრიზისი გაღრმავება და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმება კომპანიებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2021 წელი იქნება დაახლოებთ, 15-20%-ით უფრო ნაკლები მოგებით, ვიდრე, 2019. 2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ, რადგან 4 თვე ვიყავით დაკეტილი, დანარჩენი პერიოდი კი, ძალიან რთულ ვითარებაში. ალბათ, 2021-ის დასაწყისიც რთული იქნება და ჯამში, სარდღაც 20%-ით უფრო ნაკლები იქნება შემოსავალი, ვიდრე 2019-ში. მაინც ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკურ და ქვეყანაში არსებულ ზოგად ვითარებაზე. კერძოდ, უნდა ავიცილოთ კიდევ ერთი ტალღა და თუ არ ჩავიკეტეთ, დაახლოებით ასეთი შედეგი გვექნება. თუ ამას დაემატა ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება და პანდემიური ვითარების გართულება, მაშინ კიდევ უფრო შემცირდება მაჩვენებლები “,- ამბობს რეზო მაღალაშვილი.

ნინი ქეთელაური