იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

პროკრედიტ ბანკი იურიდიული პირებს დისტანციურად ანგარიშის გახსნას სთავაზობს.

მომხმარებლებს ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის მეშვეობით, ბანკში მიუსვლელად ანგარიშის და სერვისებს დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ფილიალში ვიზიტის საჭიროებას სრულად ანაცვლებს ტექნოლოგიური ალტერნატივით.

მნიშვნელოვანია, რომ სერვისის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან განახორციელონ იდენტიფიკაციის პროცესი ვიდეო ზარის მეშვეობით. ზარის წამოსაწყებად საჭიროა მარტივი პროცედურის გავლა, თანამედროვე მობილური ტელეფონი, ან კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი კომპიუტერი, კავშირი ინტერნეტთან.

კლიენტის ვიდეო იდენტიფიკაცია სერთიფიცირებული პროგრამული საშუალებით ხორციელდება. პროცესი სულ რამდენიმე წუთს მოიცავს. მომხმარებელმა განაცხადის შევსებასთან ერთად საიდენტიფიკაციო ID მისაღებად უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია - ProCredit Bank myDIRECT Android-ისთვის; iOS- ისთვის.

შეგახსენებთ, ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის მეთოდი ბანკმა 2020 წლის მარტში დანერგა. პირველ ეტაპზე ანგარიშის გახსნა ფიზიკური პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი, პროექტის განვითარების შედეგად ანგარიშის გახსნის პარალელურად, მომხმარებლებს სერვისების ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა შესთავაზა. 2021 წლიდან კი სრულყოფილი ანგარიშით სარგებლობა უკვე იურიდიული პირებსაც შეუძლიათ, რაც მათ დამატებით კომფორტსა და დროის ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

(R)