2021 წლის თებერვალში სოჭის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა აფხაზეთიდან მცენარე მიმოზას ორჯერ გაზრდილი ექსპორტი დააფიქსირა, ვიდრე 2020 წლის თებერვალში. გასული წლის თებერვალში აფხაზური მიმოზას ექსპორტმა 100 ტონა შეადგინა, ხოლო წელს 190 ტონა.
„დღეისათვის ყვავილოვანი პროდუქციის შემოტანა სოჭის გამშვებ პუნქტზე დიდი ტემპით ხორციელდება. მიღებულია სასაქონლო დეკლარაციები, რომლის თანახმად იგეგმება 225 ტონა მიმოზას შემოტანა რუსეთში, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 5 წელიწადში“, - ნათქვამია სოჭის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, თბილი ამინდების გამო მიმოზების პირველი პარტიის შეტანა რუსეთში დაიწყეს თებერვლის დასაწყისიდანვე და არა შუა რიცხვებიდან, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.
აფხაზეთიდან მიმოზას ექსპორტი ხორციელდება მოსკოვის, ვორონეჟის, როსტოვის და რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებით, როგორც მცირე თაიგულის სახით, ასევე კერძო მოხმარებისთვის.