რამდენმა ადამიანმა გამოიყენა დაგროვებითი პენსია  გასულ წელს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის დაგროვებითი პენსიის სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ბოლოს დაგროვებითი პენსიის რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 1106 700 კაცი იყო; საპენსიო აქტივების პორტფელის ზომა (ფონდის ღირებულება) – 1164 700 000 ლარი; დარიცხული სარგებელი - 104 100 000 ლარი.

ამასთან, საქსტატის ცნობით, საპენსიო დანაზოგით მოსარგებლეთა რიცხოვნობა სულ 614 კაცი იყო, მათგან საანგარიშო წელს - 430 კაცი.

თაია არდოტელი