სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის დაგროვებითი პენსიის სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ბოლოს დაგროვებითი პენსიის რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 1106 700 კაცი იყო; საპენსიო აქტივების პორტფელის ზომა (ფონდის ღირებულება) – 1164 700 000 ლარი; დარიცხული სარგებელი - 104 100 000 ლარი.
ამასთან, საქსტატის ცნობით, საპენსიო დანაზოგით მოსარგებლეთა რიცხოვნობა სულ 614 კაცი იყო, მათგან საანგარიშო წელს - 430 კაცი.