ამერიკული კომპანია Zoom Video Communications-ის ბოლო ფინანსური კვარტლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიის სუფთა მოგება 17-ჯერ გაიზარდა, პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის ფონზე.
ფინანსური კვარტალი, რომელიც 31 იანვარს დასრულდა, კომპანიამ 260,393 მილიონი დოლარის სუფთა მოგებით დაასრულა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 15,3 მილიონის მოგება მიიღო.
რაც შეეხება შემოსავლებს, ის 4,7-ჯერ გაიზარდა და 882,485 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე 188,251 მილიონი დოლარი ჰქონდა. არადა, ანალიტიკოსების მოლოდინით, კომპანიას საანგარიშო პერიოდში 812 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.
Zoom-ის კორექტირებული მოგება მთელი ფინანსური წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან ნიშნულს - 1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. მან 995,7 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე 101,3 მილიონი დოლარი ჰქონდა.
კომპანიის წლიური მოგება გაზრდილია 633,7 მილიონიდან 2,6 მილიარდ დოლარამდე.
კომპანიის ინფორმაციით, მას ამ მომენტისთვის ჰყავს 467 100 კლიენტი.
Zoom მიმდინარე ფინანსურ წელს პროგნოზირებს 3,8 მილიარდამდე შემოსავალს, ექსპერტები კი 3,51 მილიარდს.