როგორც უახლესის სტატისტიკა გვიჩვენებს, 2021 წლის იანვარში საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები გადასახადებიდან 35.1 მლნ ლარით, ანუ 4%-ით შემცირდა.
შემოსავლებში მოცემული კლება ძირითადად, საშემოსავლოსა და დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებითაა გამოწვეული. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 16.8%-ით, ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 13.7%-ით შემცირდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების კლების მიუხედავად, ბიუჯეტის შემოსულობები წინა წელთან შედარებით გაზრდილია, რაც განპირობებულია გრანტების მოძიებითა და ფინანსური ვალდებულებების ზრდით.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე