2023 წლის 1-ელ იანვრამდე, სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ მოახდენს.
პარლამენტმა “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებები 81 ხმით მიიღო.
მოქმედი კანონით, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, ის პირები, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში, არ უნდა დაქვემდებარებოდნენ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას იმ მოტივით, რომ მათ ჰქონდათ დამატებითი შემოსავლები, რაც მათი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილებას იწვევდა.
როგორც პარლამენტში პროექტის განხილვისას ითქვა, მთავრობამ მიწის სისტემული რეგისტრაცია პრიორიტეტულად გამოაცხადა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ აღნიშნული ვადა კიდევ ორი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდეს.