"ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

"ლო­პო­ტა სპა რე­ზორ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გოგა მა­ი­სუ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ის ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და.

მის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“ უკვე არა­ერ­თი სამ­ძი­მა­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მიშა ჭკუ­ა­სე­ლი გოგა მა­ი­სუ­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ვუ­ყუ­რებ და ვერც ერთ სი­ტყვას ვერ ვწერ, არც ძილი ეკა­რე­ბა თვალს და გული გა­მის­კდე­ბა...“

ირაკ­ლი ჯინ­ჭა­რა­ძე კი წერს: “დიდი კაცი წა­ვი­და, ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს გოგა” .

"ლო­პო­ტა სპა რე­ზორ­ტი“ 2008 წელს და­არ­სდა, რო­გორც 7-ოთა­ხი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო. გოგა მა­ი­სუ­რა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი 3000 დო­ლა­რით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბევ­რს უტო­პი­ად ეჩ­ვე­ნე­ბო­და, თუმ­ცა სკეპ­ტი­ციზ­მის მი­უ­ხე­და­ვად, მკა­ფიო და გრე­ძელ­ვა­დი­ა­ნი ხედ­ვე­ბის მქო­ნე გოგა მა­ი­სუ­რა­ძემ ხორ­ცი შე­ას­ხა იდე­ას და შექ­მნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დი.